რეზონანსი
(21.03.2024)

საქართველო-ლუქსემბურგის ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი ანგარიშით - 2:0 დაამარცხა. მატჩში ორივე გოლი საქართველოს ნაკრებს ზივზივაძემ მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე" ჩატარდა.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



