რეზონანსი
(21.03.2024)

უკრაინას დამატებითი მობილიზაცია სჭირდება, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა დღეს კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ მხოლოდ ყუმბარები არ გჭირდებათ, თქვენ ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც დაღუპულებსა და დაჭრილებს შეცვლიან. ეს მობილიზაციას ნიშნავს", - განაცხადა რობ ბაუერმა.

„მე მესმის ის, თუ რამდენად რთულია ლიბერალურ დემოკრატიაში ხალხის დარწმუნება, მაგრამ ვხედავ, რომ ეს იცვლება", - აღნიშნა ბაუერმა.

ცნობისთვის, ადმირალი რობ ბაუერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევს პირველად ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე