რეზონანსი
(21.03.2024)

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები.

როგორც რკინიგზაში განაცხადეს, მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.

„ოზურგეთი-თბილისის მატარებლის პირველი ვაგონი აცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე