რეზონანსი
(20.03.2024)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის მალე დაამტკიცებს ომის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმას.

"ვიდრე რაფაჰში შესასვლელად ვემზადებით, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, მთელი ძალით ვაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას ხან იუნისში, ცენტრალურ ბანაკებში, "ჰამასის" მაღალჩინოსნების ლიკვიდაციისა და დაკავებისთვის, როგორც ეს გავაკეთეთ შიფას საავადმყოფოში, ასობით ტერორისტის ლიკვიდაციისას. როგორც დაგპირდით არაერთხელ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიოთ აბსოლუტურ გამარჯვებას და მივაღწევთ კიდეც", - დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე