რეზონანსი
(20.03.2024)

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის პოლიციის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შესაძლოა მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზარდოს.

„შუადღის პირველ საათზე მტერმა ქალაქი დაბომბა. რვასართულიანი შენობა და საწარმო-სახელოსნო დაზიანდა. ხანძარმა 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი მოიცვა“, - აცხადებს პოლიცია.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე