რეზონანსი
(20.03.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ს ჩემპიონ ილია თოფურიასთან ერთად გახსნა.
ილია თოფურიას სპორტკომპლექსში გულშემატკივრები დახვდნენ.
პრემიერმა მას კიდევ ერთხელ მიულოცა UFC-ის ჩემპიონობა და მადლობა გადაუხადა პატრიოტიზმისთვის.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე სპორტკომპლექსის გახსნა და მოგილოცოთ UFC-ს ქამარი, რომელიც დღეს რუსთავშია. ოთხი-ხუთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ქამარი იქნებოდა რუსთავში და ამ ქამარს ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი ილია თოფურია. კიდევ ერთხელ მადლობა მას პატრიოტიზმისთვის და მივულოცოთ წარმატებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



