რეზონანსი
(20.03.2024)

ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და დაშავა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „ევექსში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. მათივე თქმით, პაციენტს კვლევები უტარდება.
„შუახნის მამაკაცი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანება თავისა და ხელის არეში აქვს მიღებული. უტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები", - განუცხადეს კლინიკაში
„ინტერპრესნიუსთან".
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



