რეზონანსი
(19.03.2024)

52 წლის ასაკში ცნობილი ჟურნალისტი და კომენტატორი ვასილი უტკინი გარდაიცვალა. ჟურნალისტი, „ოდიშინიუსის" დამფუძნებელი ლაშა ბერულავა უტინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"როცა თბილისის დინამომ, რომელიც თამაშობდა, როგორც "ბარსელონა", თასების მფლობელთა თასი აიღო, დიდმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა ფრაზა: "წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში!", ასე რომ, ადვილად წარმოსადგენია, რა ხდება ახლა ბარსელონაში", - ვასილი უტკინი, ამ სიტყვებიის ავტორი, რუსი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, საქართველოს, თბილისის "დინამოს", დავით ყიფიანის დიდი ფანი, გარდაიცვალა.

2004-2005 წლებში ვასილი უტკინი ზედიზედ ორჯერ დაასახელეს საუკეთესო კომენტატორად. ის ასევე ფლობდა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისს". სახელი შემთხვევით არ შეურჩევია - ვასილი უტკინი საქართველოსადმი სიმპათიას არასდროს მალავდა - წერს ლაშა ბერულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე