რეზონანსი
(18.03.2024)

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, დღეს საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი 18:30 საათზე დაეშვება.

27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 21 მარტს თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო შეხვედრას დაესწრება და თამაშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელიც UFC-ს ჩემპიონი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე