რეზონანსი
(18.03.2024)

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. საბოლოო მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო,  ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83  პროცენტი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე