რეზონანსი
(17.03.2024)

მასშტაბური ექსპერიმენტი, რომლის შედეგები ყველას დაგაფიქრებთ. თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას ბევრი იწუნებს, საცობებში გატარებული წუთები თუ საათები უდიდეს უკმაყოფილებას იწვევს. კრიტიკის მთავარი ობიექტი თბილისის მერიაა და ამაზე სრულ პასუხისმგებლობასაც მხოლოდ მას ვაკისრებთ.
ვიმსჯელოთ სად არის გამოსავალი, როგორ განვტვირთოთ დედაქალაქი საცობებისგან - მთავარი გასაღები როგორც ჩვენი ექსპერიმენტით გაირკვა, ჩვენს ხელშია. თუ თბილისში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილება გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ვისარგებლოთ. ამით არა მხოლოდ საკუთარ დროს დავზოგავთ - ხელს შევუწყობთ სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანების სწრაფად გადაადგილებას. მათთვის თითოეული წამი გადამწყვეტია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



