რეზონანსი
(17.03.2024)

თელ-ავივში მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

აქციის მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გზატკეცილი გადაკეტეს. ამასთან, მათ პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს.

საპროტესტო აქცია იმართება იერუსალიმშიც, სადაც დემონსტრანტებმა გზატკეცილი გადაკეტეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე