რეზონანსი
(16.03.2024)

ხონში გვიან ღამით შუახნის ქალი დაჭრეს. როგორც ადგილობრივი ამბობენ, ქალი, რომელიც ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებულია სიძემ დაჭრა.
ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ადგილობრივის თქმით, მამაკაცმა დაახლოებით 6 თვის წინ მეუღლეზედაც იძალადა, რის გამოც ის დაკავებული იყო, თუმცა მოგვიანებით მეუღლემ საჩივარი გამოიტანა.
როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



