რეზონანსი
(15.03.2024)

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას კვლავ ითხოვს. პარტია "გირჩის" ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესწავლისთვის სპეციალური მექანიზმის ჩამოყალიბების იდეას არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს სისტემა ქვეყანაში არსებულ სასამართლო სისტემას არ შეცვლის.

"ოპოზიციის ნაწილს, რომელიც "ვეტინგის" სისტემას ითხოვს, უბრალოდ, იდეები არ აქვს, რა უქნას სასამართლოს და ბრმად აჰყვა "ენჯეოშნიკებს", რომლებმაც უკვე რამდენჯერმე ჩააგდეს სასამართლო რეფორმა. "ვეტინგის" იდეა არც კი წარმოადგენს სასამართლო რეფორმის იდეას, ეს არის რეფორმის იმიტაცია. სასამართლო რომ შეიცვალოს, სჭირდება ფუნდამენტური რეფორმები", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე