რეზონანსი
(15.03.2024)

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, განიხილება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის შენიშვნები.

კანონპროექტში საუბარია ცხოველთა მიტოვების აკრძალვის საკითხებზე, ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებზე, შინაური ცხოველების მეპატრონის ვალდებულებებზე. ასევე, ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნასა და მუნიციპალიტეტებში თავშესაფრის მომზადებაზე და ევთანაზიის, გამრავლების და სხვადასხვა ტიპის ობიექტებში შინაურ ცხოველთა მიკედლება-განთავსების პირობებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე