რეზონანსი
(14.03.2024)

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული 50-ზე მეტი ელჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ Politico წერს.
„მთავრობა მიიჩნევს, რომ პოლონეთის ელჩების შეცვლა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები უფრო პროფესიონალურად გადაიჭრას", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმაც დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, „ეს არ არის შურისძიება, უბრალოდ საჭიროა ჩამოყალიბდეს გუნდი, რომელიც პოლონური სახელმწიფოს მიმართ ლოიალური იქნება".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



