რეზონანსი
(14.03.2024)

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და წუ­ხელ დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუჩა N2-ში. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­ში ფან­ჯრე­ბის მი­ნე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. აფეთ­ქე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია და მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­ე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნავ­და.

კორ­პუს­ში, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მხატ­ვა­რი და­ვით ხი­და­შე­ლი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც „ამბებთან“ მძი­მე შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს:

„და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სამ სა­ათ­ზე სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო. ფან­ჯრე­ბი შე­მო­ან­გრია, ეზოს მხა­რეს ვნა­ხეთ, რომ დიდი ნგრე­ვა იყო... შუა სა­დარ­ბა­ზო­ს პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო.

ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო, მთე­ლი კორ­პუ­სი ევა­კუ­ი­რე­ბულია. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ გა­მო­სუ­ლე­ბი ვართ... კი გვი­თხრეს, დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბაო, მაგ­რამ არც წყა­ლი, გაზი ჩარ­თუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, ისევ აქ ვრჩე­ბით. პირ­ველ სარ­თულ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია და რო­გორც ვი­ცით, იქ რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ალ­ბათ და­ად­გე­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რაც იყო მი­ზე­ზი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცე­ცხლი არ ყო­ფი­ლა, აფეთ­ქე­ბა იყო... ამ­ჟა­მად გა­ხიზ­ნუ­ლე­ბი ვართ და კონ­ტაქ­ტი მე­ზობ­ლებ­თან ჯერ არ გვქო­ნია“, - განაცხადა დავით ხიდაშელმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე