რეზონანსი
(13.03.2024)

ხუთი ენჯეო იყენებს ტერმინს - კლანს სასამართლოს მიმართ. ეს უკვე ინსტიტუციაზე თავდასხმის ყოველგვარ ზღვარს სცდება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ე.წ. ვეტინგის სისტემის საკითხზე.

„ვფიქრობ, ახლა ამ დონერებს აქვთ გასაცემი პასუხი, თუ რატომ ესხმიან მათი ენჯეოები თავს ქართულ მართლმსაჯულებას. მიუღებელია, რომ უცხოური ფული ქართული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრაში იდებოდეს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე