რეზონანსი
(13.03.2024)

ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც ავტობანს ე.წ. ძველ მაგისტრალთან აკავშირებს, ტრაილერის მძღოლმა, მკვეთრ მოსახვევში, საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე გადავიდა და გადატრიალდა.

კადრებს ადგილიდან „გურია თუდეი" აქვეყნებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე