
დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გვარამია-მელიას პოლიტიკურ ერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილზე მეტი „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო. მელია-გვარამიას ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში იქნება და რამე ცვლილებების გამოწვევას ვერ შეძლებენ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველაზე მეტად „ნაციონალი“ იყო ნიკა გვარამია. ვისაც კი არ ეთანხმებოდა, ყველა პოლიტიკური ოპონენტი ნაგინები ჰყავს ტელევიზიიდან. სააკაშვილზე „ნაციონალი“ ნიკა გვარამია იყო და არის. და არც მჯერა, რომ ნიკა გვარამია, რომელიც გუშინ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დღეს არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. ისინი იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში. ცვლილებების გამომწვევი ვერ იქნება და ვერ იქნებიან ოპოზიციის ე.წ. შუაშისტური შემკრებები“, - განაცხადა ელისაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



