რეზონანსი
(11.03.2024)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფაქტებზე „ქრონიკასთან" ისაუბრა.

მან არსებულ სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„გასულ წელს დაახლოებით, 6 600-მდე ნარკოდანაშაულის ფაქტი გამოვლინდა და 284 პირი ნარკოტიკების გასაღებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

მიმდინარე წელს ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დაახლოებით, 300-მდე პირია მიცემული, საიდანაც 60-მდე პირი ნარკორეალიზატორია", - განაცხადა დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე