
მმართველ გუნდში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციის დუმილზე კომენტარები კიდევ ერთხელ გაკეთდა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ ანტიპროპაგანდისტული ინიციატივის გაპროტესტება ოპოზიციის მხრიდან რევანშის მორიგი მცდელობა იქნება.
„აი ეს ხელმოცარულები ემზადებიან მორიგი რევანშისთვის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მათი ამოცანა და მიზანი იქნება ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, ჩამოშალონ ჩვენი ძალოვანი სისტემები, ჩამოშალონ მთავრობა. მოვიდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ მარტივია უკვე მეორე ფრონტის გახსნაც, მერე მარტივია უკვე, რომ ჩვეულებრივად ომში შეიყვანონ ჩვენი ქვეყანა და შემდეგ უკვე მარტივად დაემორჩილონ სხვის ბრძანებას, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას", - განაცხადა ზარქუამ.
„ქრონიკამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი" ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან. წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი" სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



