რეზონანსი
(11.03.2024)

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლად კი ზურაბ აბაშიძე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე