რეზონანსი
(10.03.2024)

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მიქაუტაძემ „იმედის კვირასთან" საქართველოში ვეტინგის სისტემის დანერგვის იდეის ავკარგიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რადიკალებს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობა ადრეც ჰქონდათ.

„სწორედ გავლენები როდესაც ვერ იყო მიღწეული უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესში და მათთვის სასურველი კადრების დანიშვნას ვერ მიაღწიეს - ამ ფორმით სასამართლო სისტემაზე გავლენის მოხდენასა და ჩარევას, ამის შემდეგ დაიბადა ეს იდეა, რომელიც გვეუბნებიან, რომ გამოცდილი მოდელია ევროპაში, თუმცა თუ გნებავთ, ამის გამოცდილებაზე ცალკე ვისაუბროთ - ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს იმ ქვეყნებს, სადაც ვეტინგის სისტემა გაიარეს", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე