რეზონანსი
(10.03.2024)

თურქმა სამართალდამცველებმა ტერაქტების მზადების ბრალდებით 30-ზე მეტი პირი დააკავეს. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

ოპერაცია საქარიის პროვინციაში ჩატარდა. დაკავებულია 33 ადამიანი, რომლებიც მინისტრის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებასთან თანამშრომლობდნენ.

ამოღებულია იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და დიდი ოდენობით თანხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე