რეზონანსი
(10.03.2024)

საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანამ 56,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები აწარმოა, რაც 38,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წელს საქართველოში წარმოებული პროდუქტის მოცულობამ 40,5 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი რეკორდულად, 2-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნიდან 42 958 ტონა 20,844 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წელს - 19 573 ტონა, 12,278 მლნ აშშ დოლარის.

საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

უფრო კონკრეტულად, top-5 ექსპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

საბერძნეთი - 24 836 ტონა (9,368 მლნ აშშ დოლარი)

შვეიცარია - 8 563 ტონა (5,049 მლნ აშშ დოლარი)

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8 116 ტონა (4,151 მლნ აშშ დოლარი)

სომხეთი - 818.5 ტონა (954.8 ათასი აშშ დოლარი)

აზერბაიჯანი - 247.4 ტონა (424.6 ათასი აშშ დოლარი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე