რეზონანსი
(10.03.2024)

მეხანძრე-მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრის სიღრმიდან, მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრის სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



