რეზონანსი
(10.03.2024)

ალექსანდრე რაქვიაშვილმა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდში ახალი წევრების გაერთიანებაზე გააკეთა კომენტარი. „გირჩის" წევრი მიიჩნევს, რომ ეს არ არის იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება.

„არ ვიცი რა არის მოტივი - მეგობრობა, ფული თუ კიდევ რაღაც სხვა, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის რაღაც იდეებზე დაყრდნობილი გაერთიანება. ამიტომ, რაღაცნაირი უცნაური აჯაფსანდალი გამოდის ჯერჯერობით. ცალკეული ადამიანები ემატებიან [გვარამიას გუნდს]. არ არის გასაგები რატომ ემატებიან, რისთვის ემატებიან. ამიტომ, ამაზე რაღაც სერიოზული კომენტარის გაკეთება მაინც ნამეტანია", - მიიჩნევს რაქვიაშვილი.

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდში მაია კოპალეიშვილი, გედევან ფოფხაძე და სხვა ახალი წევრები გაერთიანდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე