რეზონანსი
(10.03.2024)

ჩვენ არ ვითხოვთ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, მესამე პრეზიდენტს შესაწყალებელი არაფერი აქვს, რადგან ის უკანონო პოლიტიკური პატიმარია.
ხედავთ ხალხის გამოხმაურებას, თქვენ ხედავთ შემართებას ჩვენი ამომრჩევლისა, საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც ითხოვენ, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი იყოს გათავისუფლებული. აქვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის იყოს გათავისუფლებული, რადგან ის არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი,- განაცხადა ზაზა გოგავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



