რეზონანსი
(10.03.2024)

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას. 21 სენატორმა ნება დართო მთავრობას, გამოიყენოს ეს თანხები უკრაინის ომისთვის რეპარაციების გადასახდელად. 19-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა კი თავი შეიკავა.

პარლამენტის ქვედა პალატამ მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წელს მიიღო. სენატორებმა მოუწოდეს მინისტრთა კაბინეტს, დაიწყოს სამართლებრივი მექანიზმის შემუშავება, რომელიც რეზოლუციის აღსრულების საშუალებას მისცემს.

მთავრობა ამ იდეას მხარს უჭერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაზიო კასისმა განაცხადა, რომ „რუსეთმა სერიოზულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“.

შვეიცარიაში დაბლოკილია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 8 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვები და აქტივები. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფედერაცია უკვე მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევასა და დისკუსიებში უკრაინისთვის კომპენსაციისა და რეპარაციების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევასა და დისკუსიებში უკრაინისთვის კომპენსაციისა და რეპარაციების შესახებ.

ომის დაწყებიდან შვეიცარიამ 3,4 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო კიევს. მთავრობა გეგმავს ამ თანხის ნახევრის დახარჯვას 2025 წლიდან 2028 წლამდე და სამშვიდობო კონფერენციის გამართვას ამ წლის ბოლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე