რეზონანსი
(10.03.2024)

რუსეთის ქალაქ კურსკზე გამთენიისას დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამიზნე ნავთობის საცავი იყო. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
კურსკში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. უკრაინული დრონი ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ“, - წერს ის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



