რეზონანსი
(08.03.2024)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ყაზახეთი, მოლდოვა და ბალტიის ქვეყნები რუსეთის სამხედრო თავდასხმის საფრთხის ქვეშ არიან.
"რაც შეეხება მოლდოვის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას, მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის ერთ-ერთი მიზანი. მე ვფიქრობ, რომ მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ყაზახეთს საფრთხე ემუქრება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს უკვე ჰქონდა გეგმა მოლდოვაში ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



