რეზონანსი
(08.03.2024)

ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უკრაინის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვებაში.

"დღეს ჩვენ თავს დაცულად ვგრძნობთ უკრაინელების [მიერ გაწეული] წინააღმდეგობის წყალობით, მაგრამ ევროპამ - არა მხოლოდ ევროპამ, არამედ ყველა ქვეყანამ, რომლებიც აფასებენ თავიანთი საზღვრების პატივისცემას - უნდა გაიაზრონ, რომ საჭიროა ვლადიმირ პუტინის შეჩერება. თუ მშვიდობა გვსურს, ჩვენ ყველანაირად უნდა დავეხმაროთ უკრაინას", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

"ვფიქრობ, რომ ბევრს [ევროპელს] ახლა ესმის, რომ ვლადიმირ პუტინი არ გაჩერდება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ უფრო ეფექტური ვიყოთ უკრაინის მხარდაჭერაში", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე