რეზონანსი
(08.03.2024)

პრეზიდენტი ჩართულია ღირებულებით ომში. ის არის იმ მხარეს, სადაც პატრიარქსაც კი თავს ესხმიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით პრეზიდენტის უფლებამოსილებას ფორმალურად ითავსებს.

„პრეზიდენტი ჩართულია ღირებულებით ომში. ის არის იმ მხარეს, სადაც პატრიარქსაც კი თავს ესხმიან. ყველაზე რადიკალურ „ნაცებს" შორის აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ ვერაფერი ქოლგა, ვერც უქოლგობა ვერ იხსნის იმ მძიმე დაღისგან და შესაბამისი წვიმისგან, რომელიც მათ სიბინძურის სახით ატალახებს, მათ სახეს აჩენს. ეს არის მათი წარსული, აწმყო, მომავალი და ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ არის, რომელიც ჯერჯერობით ფორმალურად ითავსებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. ის ყველაზე რადიკალური რიგითი „ნაცის" ამპლუაში აღმოჩნდა და რა ქოლგა უნდა გაშალოს ქვედა დონიდან, აღარ ვიცი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე