რეზონანსი
(08.03.2024)

აქედან გაქცეული და გადახვეწილები, უცხოელების გამოყენებით და მათი ავტორიტეტის მოშველიებით ცდილობენ, რომ ისევ მობრუნდნენ საქართველოში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.
„ახლა ცდილობენ, რომ სასამართლო ხელისუფლება როგორმე დაიპყრონ. ძალაუფლების მოპოვება არ ხდება მხოლოდ სასამართლოზე - სასამართლოზე გავლით ამ ადამიანებს უნდათ ძალაუფლება მოიპოვონ მთლიანად ქვეყანაზე და შემდეგ სრულად გააკონტროლონ სასამართლოს მეშვეობით ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



