რეზონანსი
(08.03.2024)

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი საარჩევნო ციკლს ლგბტ პროპაგანდის კამპანიით ჩაატარებენ.

„ზუსტად ეს არის მათი წინასაარჩევნო კამპანია. ისინი ლგბტ პროპაგანდის კამპანიით ჩაატარებენ მთელ საარჩევნო ციკლს.

ჩვენ დავიცავთ ისევ ტრადიციულ ცხოვრებას და მათ არატრადიციული, გაუკუღმართებული ცხოვრება დაიცვან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე