რეზონანსი
(07.03.2024)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან" აცხადებს, ცესკოს თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტი დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიდის, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარე უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი, აპოლიტიკური პარტიული ადამიანი. მას (პრეზიდენტს) კი პირდაპირ აქვს იმის ინტერესი, რომ ოპოზიციის, თანაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ცესკოს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე