რეზონანსი
(07.03.2024)

მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოში ავტორიტარული ტიპის რეჟიმის მთავარი შემოქმედები, დემოკრატიული რეფორმების გამტარებლების საფარქვეშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი დონის წარმომადგენლებს ხვდებიან.

„რეალურად, ეს ადამიანები დღეს ახორციელებენ ე.წ. რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად დგას-ხოლმე საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში. ნამდვილად არსებობს კითხვის ნიშნები, თუ რამდენად ვალიდურია ასეთი ტიპის რეფორმები, როდესაც მათი განმხორციელებლები არიან იმ რეჟიმის შემოქმედები, რომელიც საქართველოში იყო სულ რამდენიმე წლის წინ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

უმძიმეს დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის შემდეგ, ამჯერად ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება. შეხვედრაზე ის უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებაზე და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობს. მმართველი გუნდი ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ელოდება და იმედოვნებს, რომ ევროკავშირი განმარტებას გააკეთებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე