რეზონანსი
(07.03.2024)

როდესაც ის აშავებდა, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა" აშავებდა, ამაზე თვალი არ დამიხუჭავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ „ქრონიკასთან" ზურაბ ადეიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მაგრამ დღეს ზურაბ ადეიშვილი, რომელიც კვალიფიკაციის მიხედვით მცოდნე იურისტია, ევროპაში, რომელ სამუშაო კომიტეტში რა სახის მონაწილეობას იღებს, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა შავგულიძემ.

ბუნდესტაგის შემდეგ მსჯავრდადებული და ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და ის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე