რეზონანსი
(07.03.2024)

ვამბობ 3 კატეგორიას, ვისთანაც ერთად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებ. ესენი არიან: ნაცმოძრაობა, კორუმპირებული წარსულის მქონე პოლიტიკოსები და პრორუსები - მე მათთან არაფერი მესაქმება, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჯერ ზუსტად ვერ გავიგე, რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი. იმ ქოლგის ქვეშ, სადაც ნაცმოძრაობა იქნება, ჩვენი პარტია არ იდგება", - აღნიშნა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე