რეზონანსი
(06.03.2024)

ნელ-ნელა ჩნდება და სერიოზულ სახეს იძენს ეს პრობლემა, რომ თურმე აწყობილია მთელი სქემა, რომლითაც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან ქართველი პოლიტიკოსები - ეს არის პირდაპირი ჩარევა საარჩევნო პროცესში, ეს არ არის მეგობრული აქტი არც ერთი ქვეყნისგან და რომელიმე ფონდისგან, ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ის, როგორც იქცევა რუსეთი და მე მიკვირს, რომ ჩვენ ვხედავთ ამერიკულ თუ ევროპულ ფონდებს, რომლებიც რუსული მეთოდით, იატაკქვეშეთური მეთოდებით, ფარულად მონაწილეობენ ქართულ პოლიტიკაში. ეს პოლიტიკური კორუფციაა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



