რეზონანსი
(06.03.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარნეულის ცენტრში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



