
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რამდენიმე თვეა დაუდგენელი პირები საცხოვრებელ კორპუსებთან ხანძარს აჩენენ, შენობის კედლებზე კი მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებენ.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ერთ-ერთი ასეთი შემახვევა "დირსის" საცნობელ კომპლექსში გუშინ ღამით მოხდა, ადგილობრივებმა ფაქტის შესახებ "მთავარ არხს" შეატყობინეს. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს ცეცხლი უშუალოდ ერთ-ერთი ბინის კართან დახვდა. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც.
"8 თვე აწიოკებულები ვართ, ზოგჯერ დღეში ორჯერაც ხდებოდა ხანძარი, თითქმის ყველა სართულზე მოხდა, ადრე იყო კიბის ფართობზე, შემოსასვლელის მხრიდან, ახლა უკვე შიგნით შემოინაცვლა, სახლს ვერ ვტოვებთ, დღეს ნახევარი საათით ვიყავი გასული, ბავშვი სახლში დატოვებული მყავდა, მირეკავენ ხანძარიაო, ასე როდემდე უნდა ვიყოთ ხალხი", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები, ცირა შურღულაია.
კიდევ ერთი მაცხოვრებელი, დარეჯან მალიშავა ყვება, რომ ცეცხლის გაჩენის გამო დაზიანდა სხვადასხვა გაყვანილობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



