რეზონანსი
(03.03.2024)

იტალიას სლოვაკეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქვს, რადგან მათ ეს სხვაგან სჭირდებათ, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დაცვის გარეშე დარჩება სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ატომური ელექტროსადგური.

„პირველ რიგში, წინა ხელისუფლებამ უკრაინას გადასცა ფუნქციონალური მასიური რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-300". შემდეგ ცოტა ხანი აქ ამერიკული „პატრიოტები" გვქონდა, ისინიც წავიდნენ და ახლა იტალიელებიც წავლენ", - განაცხადა რობერტ ფიცომ.

სლოვაკეთში, მალაკი-კუჩინას სამხედრო ბაზაზე 145 იტალიელი ჯარისკაცი იმყოფება SAMP/T Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე