რეზონანსი
(03.03.2024)

ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მანამდე, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ოდესაზე რუსეთმა მორიგი თავდასხმა 2 მარტს განახორციელა.

3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე