რეზონანსი
(02.03.2024)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლდოვის ხელისუფლება უკრაინას კვალდაკვალ მიჰყვება. ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას, სერგეი ლავროვმა დნესტრისპირეთის მიერ რუსეთისთვის დახმარების თხოვნის მიზეზებზე დასმულ კითხვას შემდეგი პასუხი გასცა:

„კიშინიოვში დამკვიდრებული რეჟიმი, რომელიც უბრალოდ კვალდაკვალ მიჰყვება კიევის რეჟიმს, აუქმებს ყველაფერს რუსულს, ახორციელებს რუსული ენის დისკრიმინაციას ყველა სფეროში და, უკრაინელებთან ერთად, ასევე ახორციელებს სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, კიშინიოვმა უნდა შეწყვიტოს დნესტრისპირეთის საკითხის მოგვარების შესახებ "5+2" ფორმატში მოლაპარაკების პროცესის ბლოკირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე