რეზონანსი
(02.03.2024)

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ერთი ადამიანი დაღუპული დახვდა. ოთხი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი სტაბილურად მძიმე. დარჩენილ ორ პირს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე