რეზონანსი
(02.03.2024)

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მე-3 კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 1 647 629 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან ვგებულობთ, მათგან ყველაზე მეტი - 619 006 ერთეული დედაქალაქზე მოდის. რეგიონების მაჩვენებელი კი ასეთია:

იმერეთი - 213 959 ერთეული, ქვემო ქართლი - 165 152 ერთეული, კახეთი - 148 851 ერთეული, აჭარა - 134 644 ერთეული, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389 ერთეული, შიდა ქართლი - 97 813 ერთეული, სამცხე-ჯავახეთი - 66 098 ერთეული, მცხეთა-მთიანეთი - 44 268 ერთეული, გურია - 39 440 ერთეული, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11 011 ერთეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე