რეზონანსი
(02.03.2024)

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 7 780 000 ლარი სტიქიის სარეზერვო ფონდიდან იმერეთს გამოეყო. აღნიშნული თანხით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება, რომელიც იმერეთის თერთმეტ მუნიციპალიტეტს 6-7 თებერვალს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად მიადგა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორისაა დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების გადახურვა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



