რეზონანსი
(01.03.2024)

მახინჯაურში ტყესთან ხანძარია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები არიან მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ამასთან, ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე